ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსეთს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ დაწესებული სანქციების ვადა. გადაწყვეტილება ელჩების დონეზე მიიღეს.

ევროკავშირმა შეძლო უნგრეთის ვეტოს დაძლევა, მედია იუწყებოდა, რომ უნგრეთი სანქციების სიიდან რვა ადამიანის ამოღებას ცდილობდა, შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი ოთხი ადამიანის ამოღებას ითვალისწინებდა.

Reuters-ის თანახმად ელჩები შეთანხმდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე და სიიდან ამოიღეს სამი გარდაცვლილი ადამიანი. უნგრეთის ზეწოლის მიუხედავად, სიაში დარჩა რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი.

საფინანსო კონცერნ “ალფა-ჯგუფის” თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი ლუქსემბურგის ხელისუფლებას სთხოვს თითქმის 16 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას. ფრიდმანს მიაჩნია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, უკანონოდ მოახდინა მისი აქტივების კონფისკაცია.

წყაროების თანახმად, ფრიდმანის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის ეს ოდენობა სათუოა, ვინაიდან ზუსტად ვერ ფასდება – ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიზნესმენი ვერ ქირაობს ექსპერტ-შემფასებლებს ევროკავშირში, ხოლო მის ლუქსემბურგულ კომპანიებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ინფორმაციის გაზიარება.

ასევე გაეცანით

რატომ მიიწვია ტრამპმა თეთრ სახლში ხუთი აფრიკელი ლიდერი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში სამდღიანი სამიტი დაიწყო.  შეხვედრაში ხუთი აფრიკული სახელმწიფოს…

ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

Binance პლატფორმის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი კვლავ ისტორიულ მაქსიმუმზეა. კრიპტოვალუტის ფასმა 118,000 დოლარს…

თურქეთის კილისის მილსადენით, სირიაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება იწყება

პირველი აგვისტოდან, თურქეთის კილისის მილსადენის მეშვეობით სირიაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება დაიწყება.…

რატომ შენელდა II კვარტალში მშპ-ს ზრდა 7,3%-მდე – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში…

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის გადაზიდვას გაზრდის

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა გეგმა, რომ 2025 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 1.7…

რა ეტაპებს გაივლის MEGOBARI აქტი საბოლოოდ დამტკიცებამდე

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. საქართველოს შესახებ…

„ვაინ კახეთის“ პირველი ბოთლი კალიფორნიაში

ამერიკაში, „ვაინ კახეთის“ ღვინის დაგემოვნება მალე ყველა მსურველს შეეძლება. ლიცენზირებულ პირებს კი…

აშშ-ის მთავრობა იშვიათ მიწათა წარმოებაში ინვესტიციებს ჩადებს

აშშ-ის მთავრობა ქვეყნის ერთადერთი მოქმედი – იშვიათ მიწათა მაღაროს უდიდესი აქციონერი გახდება.…

აზერბაიჯანი რუსეთის ნაცვლად: ევროპა გაზს ახალი მარშრუტით მიიღებს

წყარო  აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და გერმანიის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია SEFE-მ (ევროპის…