ჩინეთის პროვინცია ჟეჟიანგიდან თურქმენეთის გავლით, აზერბაიჯანში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TITR, შუა დერეფანი) ფარგლებში პირველი სატვირთო მატარებელი გაემგზავრა, იტყობინება Report თურქმენეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოზე დაყრდნობით.

მატარებელი, რომელიც 100 სტანდარტული კონტეინერისგან შედგება, თურქმენბაშის პორტისკენ მიემართება, საიდანაც ტვირთი კასპიის ზღვის გავლით ბაქოს პორტამდე გადაიზიდება.

ჩინური მხარის თქმით, ახალი მარშრუტის გაშვება შეამცირებს დატვირთვას აქტაუ-ბაქოს ტრადიციულ ლოგისტიკურ ხაზზე და ასევე დააჩქარებს ჩინური პროდუქციის მიწოდებას ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

„ახალი მარშრუტი უკვე 26-ე საერთაშორისო ლოგისტიკური მარშრუტია, რომელიც ჩინეთის პროვინციამ ჩინეთ-ევროპის მარშრუტის გასწვრივ, რკინიგზით ტრანსპორტირების ფარგლებში შექმნა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე შუა დერეფანი კასპიის ზღვაზე გადის და ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ასევე გაეცანით

მასკის Starlink-ი სომხეთშიც ამოქმედდა

სომხეთში ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ქსელი Starlink-ი ამოქმედდა. სომხეთის…

საქართველოს რომელ ქალაქშია ყველაზე მეტი ბაზრობა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197…

Air India-ს პაკისტანის საჰაერო სივრცის შეზღუდვა $600 მილიონი დაუჯდება

„ეარ ინდია“ პაკისტანის საჰაერო სივრცის აკრძალვის ერთი წლის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში დამატებით,…

რატომ შენელდა II კვარტალში მშპ-ს ზრდა 7,3%-მდე – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში…

დიდი ბრიტანეთი მომხმარებლებს კრიპტოვალუტის შესაძენად სესხის აღებას აუკრძალავს

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, რომ მომხმარებლებს კრიპტოვალუტის შესაძენად სესხის აღება აუკრძალოს. ფინანსთა სამინისტრომ…

ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა. მანამდე სებ-ი…

საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი, როგორც ჰორმუზის სრუტის ალტერნატივა – თურქეთი გააქტიურებას აანონსებს

თურქეთი აქტიურად ავითარებს სახმელეთო და საზღვაო ლოგისტიკურ მარშრუტებს საიმისოდ, რომ სპარსეთის ყურის…

რა წერია “სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმებაში”

აშშ დააფუძნებს რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და “თავისუფალი,…

უნგრეთის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსეთს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ დაწესებული სანქციების ვადა. გადაწყვეტილება…