2025 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 2.81 მილიონს მიაღწია. მეზობელი ქვეყნები და ისრაელი ვიზიტორთა შორის ლიდერობენ.
ამავე პერიოდში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1,971 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლებში რუსეთმა (308 მილიონი აშშ. დოლარი), ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდი ბრიტანეთმა (277 მილიონი აშშ. დოლარი) და ისრაელმა (242 მილიონი აშშ. დოლარი) ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს.
თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2025 წლის პირველ ნახევარში მაღალბიუჯეტიურ სასტუმროებში დატვირთულობამ საშუალოდ 54% შეადგინა, რაც წლიურად 4 პროცენტული პუნქტით მეტია. ამავე პერიოდში, მაღალბიუჯეტური სასტუმრო ნომრის საშუალო ფასი 126 აშშ დოლარს გაუტოლდა.