საოკუპაციო რეჟიმის მიერ 2020 წელს უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია
საოკუპაციო რეჟიმის მიერ 2020 წელს უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ 2020 წლის 30 სექტემბერს დაკავებულმა ირაკლი ბებუამ საპატიმრო 2025 წლის 30 მარტს დატოვა და უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ირაკლი ბებუას ფოტოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მას საოკუპაციო ხაზი საბერიო-ფახულანის გადასასვლელის გავლით გადაკვეთა.

ირაკლი ბებუას, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით „გაასამართლა“, 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.

„მან დაწვა სახელმწიფო დროშა, რაზეც დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მთლიანობაში ის უნდა მჯდარიყო 4 წელი და 6 თვე. 30 მარტს მას ეწურება იზოლატორში ყოფნის ვადა, შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი (ხდება) იმ მუხლის და იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც მას სასამართლომ მიუსაჯა,” – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერ კიუტიმ.

როგორც მანამდე წერდა რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზა”, ოკუპირებულ აფხაზეთში საპატიმრო კოლონიები არ არის, არის მხოლოდ დაკავების იზოლატორი. რის გამოც პატიმრობის ვადა, “კანონით”, საერთო რეჟიმის პირობებში უტოლდება “ერთი ორს.”

თბილისში ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბებუას ახლობლების ინფორმაციით, მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების საკითხი რამდენჯერმე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

ასევე გაეცანით

აშშ-ის მთავრობა იშვიათ მიწათა წარმოებაში ინვესტიციებს ჩადებს

აშშ-ის მთავრობა ქვეყნის ერთადერთი მოქმედი – იშვიათ მიწათა მაღაროს უდიდესი აქციონერი გახდება.…

ივნისში ეკონომიკური ზრდა 6,3%-მდე შენელდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური…

ალან ბერსე: “თუ კონტაქტს გავწყვეტთ, საერთოდ არავის ექნება სათქმელი”

„ვაკვირდებით პროცესებს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჯერ საკმარის შედეგებს ვერ ვხედავთ,” –…

რა წერია “სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმებაში”

აშშ დააფუძნებს რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და “თავისუფალი,…

უნგრეთის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსეთს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ დაწესებული სანქციების ვადა. გადაწყვეტილება…

თბილისში ბინების გაქირავების ფასი შემცირდა

2025 წლის მარტში თბილისში 3,051 ტრანზაქცია განხორციელდა და 2024 წლის მარტის მაჩვენებელთან…

თურქეთის კილისის მილსადენით, სირიაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება იწყება

პირველი აგვისტოდან, თურქეთის კილისის მილსადენის მეშვეობით სირიაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება დაიწყება.…

„საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშეა“ – რა წერია ევროკავშირის ანგარიშში

ევროკავშირის მიერ ახლად გამოქვეყნებულ საქართველოს 2024 წლის ბიზნეს გარემოს ანგარიშის თანახმად, 2023…

აზერბაიჯანი ისრაელის გაზის ბაზარზე შედის

აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია SOCAR-მა ისრაელის თამარის გაზის საბადოში 10%-იანი წილის სახით,…