2025 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე გასული წლის ივნისში.
დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 20%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული. მიმდინარე წლის ივნისში, სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.
2025 წლის ივნისში, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 38%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 35 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა დაახლოებით 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.
2025 წლის ივნისში, მომხმარებლებმა 15%-ით მეტი დახარჯეს ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2024 წლის ივნისთან შედარებით.