წყარო

კასპია-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის გაშვება 2032 წლისთვის იგეგმება, განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ორხან ზეინალოვმა NE Global-თან ინტერვიუში.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლა უკვე მიმდინარეობს და დასკვნით ფაზაში, უახლოეს თვეებში, მზად იქნება კომერციული საინვესტიციო მოდელი.

2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას შავი ზღვის ენერგეტიკული წყალქვეშა კაბელის მშენებლობისთვის. 2023 წელს გამოცხადდა ბულგარეთის განზრახვა პროექტში გაწევრიანების შესახებ. იმავე წელს ბულგარეთის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა ბულგარული ენერგეტიკული ჰოლდინგის EAD-ის მონაწილეობა პროექტის განსახორციელებლად ერთობლივ საწარმოში.

2024 წლის მაისში აზერბაიჯანის, რუმინეთის, საქართველოსა და უნგრეთის ენერგოოპერატორებმა – Azerenergy OJSC-მ, Transelectrica SA-მ, Georgian State Electrosystem-მა და MVM-მა – ხელი მოაწერეს მემორანდუმს ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ, ხოლო სექტემბერში დაიდო აქციონერთა შეთანხმება ერთობლივი საწარმოს, Green Energy Corridor-ის შექმნის შესახებ.

საწყის ეტაპზე, კაბელი განკუთვნილია 4 გიგავატი სიმძლავრის მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის. მშენებლობის ღირებულება შეფასებულია 3.5 მილიარდ ევროდ და ის 3-4 წელი გაგრძელდება. ევროკომისია პროექტისთვის 2.3 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.

ასევე გაეცანით

აზერბაიჯანში ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

აზერბაიჯანში ელექტროენერგიის მოთხოვნამ რეკორდულ ნიშნულს, 4,871 მეგავატს მიაღწია. ქვეყანაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარებაც…

პირველად საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთი ელექტროსადგური მიუერთდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთ ელექტროსადგურს მიუერთებს, ჯამური სიმძლავრით…

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 11.2%-ით შემცირდა

2025 წლის ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 11.2%-ით, 1,343 გვტ. საათამდე შემცირდა.…

უკრაინამ აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დაიწყო

უკრაინამ აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის პირველ შეთანხმებას მოაწერა ხელი, – განაცხადა უკრაინის „ნაფტოგაზის“…

რუსეთმა ბენზინის ექსპორტი სრულად აკრძალა – მიზეზები

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე სრული აკრძალვა აგვისტოს ბოლომდე დააწესა. აქამდე ექსპორტის აკრძალვა…