ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 30 ივნისს ერევანში განაცხადა,  რომ კომისიამ მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წინადადება.

„აქ ჩამოვედი მკაფიო გზავნილით: ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან ისე ახლოს, როგორც ახლა ვართ,” – განაცხადა 30 ივნისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგი პროგრესირებას.

კალასის თქმით, “სომხეთი და ევროკავშირი არასდროს ყოფილან ასე ახლოს, როგორც ახლაა.”

“მივიწევთ წინ ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგში. სიამოვნებით გაცნობებთ, რომ კომისიამ მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წინადადება. როგორც კი ყველა პირობა დაკმაყოფილდება და ეს პროცესი დასრულდება, ეს სომხეთსა და დანარჩენ ევროპას დააახლოებს,” — განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის როლი სომხეთის უსაფრთხოებაში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება. ევროკავშირის მონიტორინგის მისია არის სტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი რეგიონში. გარდა ამისა, მადლიერი ვართ “ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის” ფარგლებში 2024 წელს გაზრდილი მხარდაჭერის და იმედს ვამყარებთ 2025 წელს ამ დახმარების გაგრძელებაზე ჩვენი მედეგობის ასამაღლებლად.

გვჯერა, კრიზისულ ოპერაციებში ჩვენი ჩართულობა გაზრდის თავსებადობას სომხეთისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის და დააახლოებს ჩვენს სპეციალისტებს, უსაფრთხოების საერთო კულტურის ხელშეწყობით,” აღნიშნა თავის მხრივ, მირზოიანმა.

სომხეთში ვიზიტისას განსახილველ თემებს შორის იყო 26 ივნისის ევროპული საბჭოს მიერ მხარდაჭერილი შავი ზღვის სტრატეგიაც. ევროპული საბჭოს ბოლო დოკუმენტში არც ერთხელ არ არის ნახსენები საქართველო, მათ შორის – არც შავი ზღვის სტრატეგიის შესახებ ნაწილში. კაია კალასმა ერევანში შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა:

„მის განსახორციელებლად ვიმუშავებთ ყველა პარტნიორთან, სომხეთის ჩათვლით. უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარდა, მოწადინებულები ვართ ვიმუშაოთ ამ სტრატეგიის დაკავშირებადობის მიმართულებაზე.”

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამოიყოფა საბაზისო დაფინანსება სომხეთის დამოუკიდებელი მედიისთვის.

კალასმა 29 ივნისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMA) მოინახულა და შეაქო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. მანვე ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, 2025 წლის 25 მარტს სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების დაწყებაზე.

ასევე გაეცანით

ოქრო გაძვირდა

ოქროს ფასი ამ კვირაში ივლისის ბოლოს დაცემის შემდეგ, ყველა დროის მაქსიმუმს დაუბრუნდა.…

რატომ მიიწვია ტრამპმა თეთრ სახლში ხუთი აფრიკელი ლიდერი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში სამდღიანი სამიტი დაიწყო.  შეხვედრაში ხუთი აფრიკული სახელმწიფოს…

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს – თურქეთში აშშ-ის ელჩი

თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის…

საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება სააგენტოს…

იშვიათი წიაღისეული უკრაინაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

რუსეთ-უკრაინის ომში, ტრამპის ადმინისტრაციის „მშვიდობის ერთ-ერთი იარაღი“  კრიტიკული მინერალებია. თეთრ სახლში ამერიკა-უკრაინის…

ყაზახეთი კურიკის პორტის განახლებას აანონსებს

2026 წლის ბოლოსთვის ყაზახეთის მანგისტაუს რეგიონი კურიკის პორტის მოდერნიზაციას გეგმავს. ყაზახეთი გემების…

ბალტიის ქვეყნები სამუდამოდ ეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს

ბალტიის ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მეზობელი რუსეთისა და ბელორუსის ელექტროენერგიის…

ივნისში ეკონომიკური ზრდა 6,3%-მდე შენელდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური…

საქართველოში მაღალბიუჯეტიანი სასტუმრობის დატვირთულობამ 54% შეადგინა

2025 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 2.81 მილიონს…