ყაზახეთმა მინერალური სასუქების ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით, ბათუმის პორტით დაიწყო
ყაზახეთმა მინერალური სასუქების ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით, ბათუმის პორტით დაიწყო

ყაზახეთმა მინერალური სასუქის, ამოფოსის პირველი პარტია ექსპორტზე ბათუმის პორტით პირველად გაიტანა.

ინფორმაციას „ყაზტრანსოილი“ ავრცელებს, რომლის შვილობილი შპს “ბათუმის ნავთობტერმინალი” ბათუმის პორტის ოპერატორი კომპანიაა.

კომპანიის ცნობით, ბათუმის საზღვაო პორტმა 3000 ტონა ყაზახური ამოფოსი გადაზიდა.

ტრანზიტი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ფარგლებში განხორციელდა, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის და ალტერნატიული დერეფანია.

კერძოდ, ყაზახეთიდან ბათუმში მინერალური სასუქების მიწოდება კასპიის ზღვის გავლით მულტიმოდალური ტრანსპორტირებით ხდება.

წელს შპს „ბათუმის საზღვაო პორტი“ 50 000 ტონა ყაზახური ამოფოსის გადაზიდვას გეგმავს.

2024 წელს TITR-ის ფარგლებში „ბათუმის საზღვაო პორტმა“ მსოფლიო ბაზრებზე 37,600 ტონა ყაზახური ამონიუმის ნიტრატის პირველი მიწოდება უზრუნველყო.

ინფორმაციისთვის, შუა დერეფანი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, შემდეგ კი, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ყაზახეთი მას რუსეთის ალტერნატიულ დერეფნად იყენებს.

ასევე გაეცანით

ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა. მანამდე სებ-ი…

რატომ შენელდა II კვარტალში მშპ-ს ზრდა 7,3%-მდე – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში…

ოქრო გაძვირდა

ოქროს ფასი ამ კვირაში ივლისის ბოლოს დაცემის შემდეგ, ყველა დროის მაქსიმუმს დაუბრუნდა.…

აზერბაიჯანი აშშ-ში კვერცხის ექსპორტს იწყებს

აზერბაიჯანიდან აშშ-ში კვერცხის ექსპორტი დაიწყება. ამის შესახებ მედია აზერბაიჯანის ფრინველის ხორცისა და…

საქართველოში მაღალბიუჯეტიანი სასტუმრობის დატვირთულობამ 54% შეადგინა

2025 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 2.81 მილიონს…

ვინ არის მილიარდერების სიის სათავეში

აშშ-ში მილიარდერების რაოდენობა რეკორდულია – 902, შემდეგ მოდის ჩინეთი (516, ჰონგ-კონგის ჩათვლით)…

თურქული ხომალდი შავ ზღვაში ახალ მისიას იწყებს

თურქეთის მეოთხე ღრმაწყლოვანი საბურღი ხომალდი, “აბდულჰამიდ ჰანი”, შავ ზღვაში მდებარე “თურქალი-33” ჭაბურღილზე…

საქართველო და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებისთვის მზადყოფნას ადასტურებენ

საქართველომ და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებისთვის მზადყოფნის შესახებ დაადასტურეს. ამის შესახებ…