ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა გეგმა, რომ 2025 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 1.7 მილიონი ტონა ნავთობს გადაზიდავს.

ამის შესახებ რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ერლან აკენჟენოვმა განაცხადა.

მისი თქმით, 6 თვეში BTC-ით დაახლოებით 800 ათასი ტონა ნავთობი გადაიტანეს.

„ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ალტერნატიული მარშრუტია. თუ 2024 წელს ამ მარშრუტით დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა ექსპორტი განვახორციელეთ, 2025 წელს დაახლოებით 1.7 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ერლან აკენჟენოვმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის დაგეგმილი მოცულობა BTC-ის მეშვეობით 2025 წელს 1.5 მილიონი ტონაა. თუმცა, თებერვალში, KazMunayGas-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კურმანგაზი ისკაზიევმა, ამ მაჩვენებლის 1.7 მილიონ ტონამდე გაზრდის შესახებ განაცხადა.

2024 წლის მარტში KMG-მ და SOCAR-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნავთობის ტრანზიტის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მიწოდების მოცულობა წელიწადში 2.2 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს.

2023 წელს აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანის მიმართულებით დაახლოებით 1.1 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი გაიგზავნა BTC-ის მეშვეობით შემდგომი ექსპორტისთვის, 2024 წელს – 1.4 მილიონი ტონა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს KMG-სა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) შორის ხელი მოეწერა ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ ზოგად შეთანხმებას. 2023 წლის მარტში განხორციელდა ყაშაგანის საბადოდან აზერბაიჯანის გავლით 7 ათასი ტონა ნავთობის სატესტო გადაზიდვა.

ასევე გაეცანით

საქართველომ აზერბაიჯანიდან ნედლეულისა და გაზის იმპორტი გაზარდა

აზერბაიჯანიდან ნედლეულისა და გაზის ექსპორტმა საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში 80.6 მილიონ…

დანიელი ქალებისთვის ჯარი სავალდებულო გახდება

დანიელებმა გამოაცხადეს, რომ მომდევნო წლიდან ჯარში წასვლა ქალებისთვისაც სავალდებულო გახდება და ჯარის…

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული…

საქართველოში მაღალბიუჯეტიანი სასტუმრობის დატვირთულობამ 54% შეადგინა

2025 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 2.81 მილიონს…

ოქრო მკვეთრად გაძვირდა

ბოლო დროს სავაჭრო არეულობის გამო, ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, დოლარის ფასი კი,…

რატომ მიიწვია ტრამპმა თეთრ სახლში ხუთი აფრიკელი ლიდერი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში სამდღიანი სამიტი დაიწყო.  შეხვედრაში ხუთი აფრიკული სახელმწიფოს…

ჯეინ ბირკინის ჩანთა აუქციონზე €8.6 მილიონად გაიყიდა

ბრიტანელი კინოვარსკვლავის ჯეინ ბირკინის ნაქონი Birkin-ის ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონად გაიყიდა. ჩანთის…

ენერგეტიკა, ფინანსური თანამშრომლობა: რაზე შეთანხმდა სომხეთი გერმანიასთან

სომხეთისა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ…

უნგრეთის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსეთს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ დაწესებული სანქციების ვადა. გადაწყვეტილება…