ბოლო დროს სავაჭრო არეულობის გამო, ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, დოლარის ფასი კი, დაეცა. ოქროს ფასმა მაქსიმუმის ნიშნულს მიაღწია და სამშაბათს უნციაზე 3,500 დოლარს მიაღწია, ანალიტიკოსების უმეტესობა კი, ფასების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს.
J.P. Morgan-ი ვარაუდობს, რომ ყვითელი ლითონის საშუალო ფასი 2025 წლის მეოთხე კვარტალში უნციაზე 3,675 დოლარს, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალში 4,000 დოლარს მიაღწევს.
ბოლო დროს სავაჭრო არეულობის გამო, ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, რამაც ინვესტორებს „უსაფრთხო თავშესაფრის“ მოძებნა აიძულა, მაშინ როდესაც კონკურენტული აქტივები, როგორიცაა, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებები და დოლარის ფასი დაეცა.