ოქროს ფასი ამ კვირაში ივლისის ბოლოს დაცემის შემდეგ, ყველა დროის მაქსიმუმს დაუბრუნდა. მისმა ფასმა 3,418.14 აშშ დოლარს მიაღწია. ოქროს ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ ერთთვიან მინიმუმს, 3,311.80 აშშ დოლარს მიაღწია.
ტრეიდერები აგრძელებენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების მონიტორინგს ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკასთან, ასევე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
ოთხშაბათს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო, ინდოეთს დამატებითი, 25%-იანი ტარიფები დაუწესა.