რუსეთი მის მიერ ოკუპირებული და „დამოუკიდებელ რესპუბლიკად” აღიარებული ცხინვალის რეგიონისგან მოითხოვს „გარდაცვლილი პენსიონერების ნათესავების მიერ მითვისებული საპენსიო თანხების დაბრუნებას.“

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, „მთავრობამ სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა ოქმი, რომლის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „სამხრეთ ოსეთთან რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფის შეთანხმებაში.“

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს და შესაბამისად, რუსულ პენსიასაც იღებენ. 2024 წლის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქის საშუალო პენსია 23 405 რუბლი იყო.

რუსეთის მთავრობის მიერ დუმისთვის წარდგენილ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „სამხრეთ ოსეთის მხარემ“ უნდა დააბრუნოს საპენსიო თანხა და დანამატები, რომლებსაც პენსიონერების გარდაცვალების შემდეგ მათი ნათესავები იღებდნენ, რადგან შესაბამისი წესით, დროულად არ დაადასტურეს პენსიონერის გარდაცვალების ფაქტი.

რუსეთის მთავრობის მონაცემებით, 2016-2024 წლებში ამ თანხამ 37 762 810 რუბლი შეადგინა.

რუსეთი მოითხოვს ამ თანხის დაბრუნებას, „დამნაშავე პირებისგან რეგრესის წესით ამოღების შემდგომი შესაძლებლობით.”

შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. რეგიონი, სადაც რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, მთლიანად მოსკოვის დაფინანსებაზეა დამოკიდებული. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ეს დახმარება მნიშვნელოვნად შეამცირა.

წყარო – რადიო თავისუფლება

ასევე გაეცანით

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული…

საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი, როგორც ჰორმუზის სრუტის ალტერნატივა – თურქეთი გააქტიურებას აანონსებს

თურქეთი აქტიურად ავითარებს სახმელეთო და საზღვაო ლოგისტიკურ მარშრუტებს საიმისოდ, რომ სპარსეთის ყურის…

რომელ სექტორებში გაიზარდა უნაღდო ტრანზაქციები – თიბისი კაპიტალი

2025 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს…

მასკის Starlink-ი სომხეთშიც ამოქმედდა

სომხეთში ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ქსელი Starlink-ი ამოქმედდა. სომხეთის…

ჩინური და თურქული კომპანიები 5 გიგავატი სიმძლავრის მზის პანელების ქარხანას ააშენებენ

ჩინური JTPV და თურქული Schmid Pekintas თურქეთში, დიუზდჟეში 5 გიგავატი სიმძლავრის მზის…

აშშ-ის მთავრობა იშვიათ მიწათა წარმოებაში ინვესტიციებს ჩადებს

აშშ-ის მთავრობა ქვეყნის ერთადერთი მოქმედი – იშვიათ მიწათა მაღაროს უდიდესი აქციონერი გახდება.…

არაბთა გაერთიანებული საამიროები და აზერბაიჯანი სავაჭრო კავშირებს აძლიერებენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციების ჯამურმა რაოდენობამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

დანიელი ქალებისთვის ჯარი სავალდებულო გახდება

დანიელებმა გამოაცხადეს, რომ მომდევნო წლიდან ჯარში წასვლა ქალებისთვისაც სავალდებულო გახდება და ჯარის…

ოქრო მკვეთრად გაძვირდა

ბოლო დროს სავაჭრო არეულობის გამო, ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, დოლარის ფასი კი,…