ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს (შუა დერეფანი), რომელსაც ევროკავშირი დაახლოებით 90 მილიონი ევროს ოდენობით უჭერს მხარს, დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალურ აზიაში რეგიონული კავშირის უზრუნველსაყოფად, განაცხადა Kazpravda-სთან ინტერვიუში კაია კალასმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

„სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ცენტრალურ აზიაში განვითარების მთავარი ხელშემწყობი. ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ჩვენი მხარდაჭერიდან დაწყებული რეგიონში ციფრული განვითარების ინვესტიციებით, ჩვენ ვხედავთ ბევრ შესაძლებლობას ორივე მხარისთვის,“ – აღნიშნა კალასმა.

მან ხაზი გაუსვა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა უნდა ეძებოს ალტერნატიული, საიმედო და ეფექტიანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტები ევროპასა და აზიას შორის, რომელიც არ გაივლის რუსეთის ტერიტორიაზე.

„შარშან ევროკავშირმა უზრუნველყო სპეციალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მთავრობების, დონორებისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლებს, რათა მათ განიხილონ რეგიონში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების განხორციელება. მაგალითად, აქტაუს და თურქმენბაშის პორტების მოდერნიზაციის პროექტები,” – აღნიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. საერთაშორისო ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი) ევროპისა და აზიის ქვეყნებს ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს.

 

ასევე გაეცანით

დუბაიში, უძრავი ქონების გაყიდვებმა რეკორდულ – $89 მილიარდს მიაღწია

მოსახლეობის ზრდისა და არაგეგმიური მოთხოვნის ზრდის გამო, დუბაის უძრავი ქონების ბაზარმა 2025…

ისრაელი ეგვიპტეს გაზს მიაწვდის, $35 მილიარდიანი შეთანხმება გაფორმებულია

ისრაელის ლევიათანის გაზის საბადომ და ეგვიპტემ ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესი ექსპორტის ხელშეკრულება გააფორმეს…

აზერბაიჯანმა საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები თითქმის გააორმაგა

წყარო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა მკვეთრად…

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველო საერთაშორისო ფინანსურ სამიტს უმასპინძლებს

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში წელს პირველად მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის…

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს – თურქეთში აშშ-ის ელჩი

თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის…

საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, იყოს რეგიონული ლიდერი შუა დერეფანში – აშშ-ის ელჩი

„ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქართველი ბიზნესმენების დიდი ჯგუფები ჩამყავდა აშშ-ში ჩვენს ერთ-ერთ…

საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი, როგორც ჰორმუზის სრუტის ალტერნატივა – თურქეთი გააქტიურებას აანონსებს

თურქეთი აქტიურად ავითარებს სახმელეთო და საზღვაო ლოგისტიკურ მარშრუტებს საიმისოდ, რომ სპარსეთის ყურის…

ცნობილია სამი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

საქსტატის ცნობით, საქართველოში 2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4…

სომხეთი სატრანსპორტო დერეფნის შესახებ აშხაბადის შეთანხმებას შეუერთდა

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის მიერთების შეთანხმება ირანის, ომანის, კატარის, თურქმენეთისა და…