2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში წლიურად 1.3%-ით (1.2 მლნ) გაიზარდა. 

აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 2.2%-იანმა ზრდამ განაპირობა.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და 826.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის I კვარტალში.

2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 1.3%-ით გაიზარდა და 1.2 მლნ მოგზაური შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 2.2%-იანმა ზრდამ განაპირობა (81.8% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 2.4%-ით შემცირდა.

ვიზიტორების მთლიან ზრდაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ვიზიტორების ზრდამ ისრაელიდან (+72.9% წ/წ), რომელსაც მოჰყვება ვიზიტორების ზრდა აზერბაიჯანიდან (+25.9% წ/წ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიდან სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილია) და ინდოეთიდან (+27.7% წ/წ). ამასთან, ვიზიტორთა შემცირება თურქეთიდან (-11.5% წ/წ) და სომხეთიდან (-5.7% წ/წ) ყველაზე მაღალი უარყოფითი წვლილით გამოირჩეოდნენ აღნიშნულ პერიოდში.

ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (56.3%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (42.9%-იანი წილი). სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და 826.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის I კვარტალში. ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (იხილეთ დეტალები ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაში აქ).

ასევე გაეცანით

საქართველოში მაღალბიუჯეტიანი სასტუმრობის დატვირთულობამ 54% შეადგინა

2025 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 2.81 მილიონს…

4 ივლისს, KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღია იქნება

რეკლამა KASS LAND გრანდიოზული ატრაქციონების პარკი 4 ივლისს ბავშვების მხიარულების ეპიცენტრად იქცევა!…

Galt & Taggart-ი ტურიზმიდან $4.6 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებს

2025 წლის მე-2 კვარტალში ურისტების რაოდენობამ 1.3 მლნ (+10.7% წ/წ) შეადგინა, ხოლო…

ცნობილია სამი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

საქსტატის ცნობით, საქართველოში 2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4…