IFC-მ სტრატეგიული ინვესტორის როლი შეასრულა საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელი უმსხვილესი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“-ის მიერ სოციალური ობლიგაციების შეძენით. IFC-ის ინვესტიცია 40 მილიონ ლარს შეადგენს და საერთო ჯამში 350 მილიონი ლარის (დაახლოებით 130 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტის) მოცულობის ემისიის ნაწილია, რომლის მიზანი ჯანდაცვის, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ონკოლოგიურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

სოციალური ობლიგაციების ეს ემისია პირველია ჯანდაცვის სექტორში კავკასიაში და რეგიონში ყველაზე მსხვილი მოცულობის კორპორაციული სოციალური ობლიგაციების განთავსებას წარმოადგენს. ეს დღემდე საქართველოში გამოშვებული ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი განთავსებაა. ობლიგაცია გამოშვებულია კომპანიის სოციალური ობლიგაციების ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის ასოციაციის (ICMA) სოციალური ობლიგაციების პრინციპების საფუძველზე მომზადდა.

სიმსივნე საქართველოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამ პრობლემის ეფექტურად გადასაჭრელად აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციული ამბულატორიული მკურნალობის გაძლიერება. ეს მიდგომა არა მხოლოდ აუმჯობესებს პაციენტების მკურნალობის შედეგებს, არამედ ამცირებს გვიან სტადიებზე ძვირადღირებული მკურნალობის საჭიროებას, რითაც ზრდის სისტემის ეფექტიანობას. ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და პრევენციისთვის რესურსების მობილიზება უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

სოციალური ობლიგაციების ეს გამოშვება მიზნად ისახავს პრევენციულ მომსახურებაზე წვდომის გაფართოებას და ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობის გაზრდას, მათ შორის სოფლებში.

ობლიგაციების ეს განთავსება ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ემისიის შედეგად ინვესტორებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ფინანსური შემოსავალი და იმავდროულად დადებითი გავლენა იქონიონ სოციალური თვალსაზრისით. ობლიგაცია დენომინირებულია ლარში და აქვს 5-წლიანი ვადიანობა. ეს მახასიათებლები მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის საქართველოში, სადაც ლარში ობლიგაციების მხოლოდ საშუალოდ ერთი მესამედია დენომინირებული. ეს განთავსება ასევე კარგი მაგალითია იმისა, თუ რა პოტენციალი აქვს სოციალურ ობლიგაციებს ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანი სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით.

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, ეს პროექტი ასევე ხელს უწყობს ადამიანური რესურსების განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოში კერძო სექტორი  საავადმყოფო საწოლების 86 პროცენტს ფლობს. მას ასევე მნიშვნელოვანი წილი აქვს ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ მომსახურებაში.

IFC-ის პროექტი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქმიანობის ნაწილია, რომელიც ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის გაფართოებას და საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებას ისახავს მიზნად.

კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, IFC-მ საქართველოსთვის 1995 წლიდან გრძელვადიანი დაფინანსების სახით დაახლოებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.  ამ თანხიდან დაახლოებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული 74 პროექტისთვის საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. გარდა ამისა, IFC- 433 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.

IFC-ის შესახებ
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, განვითრებად ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2025 საფინანსო წელს, IFC-მ განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში რეკორდული, 71.7 მილიარდი აშშ დოლარის  მოცულობის ინვესტიცია განახორციელა სიღარიბის დაძლევისთვის კერძო კაპიტალის მობილიზების გზით. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“-ის შესახებ

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების უმსხვილესი  მიმწოდებელია. მისი დაწესებულებები, რომლებიც მოიცავს ორმოცდაათ საავადმყოფოს, კლინიკისა და ლაბორატორიას, ქვეყნის მოსახლეობას  ჯანდაცვის დაწესებულებების ვერტიკალურად ინტეგრირებული ქსელის მეშვეობით სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ისეთი ინოვაციებით, როგორიცაა ციფრული ჯანდაცვის პლატფორმა, ჯგუფი საქართველოს მასშტაბით თანამედროვე, ხელმისაწვდომ და პაციენტზე ორიენტირებულ ჯანდაცვას უზრუნველყოფს.

ასევე გაეცანით

ოქრო გაძვირდა

ოქროს ფასი ამ კვირაში ივლისის ბოლოს დაცემის შემდეგ, ყველა დროის მაქსიმუმს დაუბრუნდა.…

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კაპიტალური ხარჯები 50%-ით გაიზარდა

წელს, პირველი ნახევრის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP) ოპერაციულმა ხარჯებმა დაახლოებით 36…

რა ეტაპზეა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებული სამუშაო

რა ეტაპზეა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებული სამუშაო – ამ შეკითხვას…

რა ეტაპებს გაივლის MEGOBARI აქტი საბოლოოდ დამტკიცებამდე

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. საქართველოს შესახებ…

ევროკავშირი თურქულ კომპანია BOTAS-თან ერთად €3 მილიონის ღირებულების მწვანე წყალბადის პროექტს იწყებს

პროექტის ძირითადი მიზნებია BOTAS-ის არსებული ინფრასტრუქტურის ტექნიკური შეფასების ჩატარება წყალბადის ტექნოლოგიებთან შესაბამისობის…

ენერგეტიკა, ფინანსური თანამშრომლობა: რაზე შეთანხმდა სომხეთი გერმანიასთან

სომხეთისა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ…

კალასი: შუა დერეფანი უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონული კავშირის უზრუნველსაყოფად

ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს (შუა დერეფანი), რომელსაც ევროკავშირი დაახლოებით 90 მილიონი ევროს ოდენობით…

ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა. მანამდე სებ-ი…

თბილისში ბინების გაქირავების ფასი შემცირდა

2025 წლის მარტში თბილისში 3,051 ტრანზაქცია განხორციელდა და 2024 წლის მარტის მაჩვენებელთან…