საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა.

მანამდე სებ-ი ქვეყანაში 6.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. ამასთან განახლებული პროგნოზით სებ-ი უფრო მაღალ ზრდას მოელის ვიდრე საქართველოს მთავრობა, რადგანაც 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი.

ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ იანვარ-მაისის განმავლობაში დაფიქსირებული 8.8%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით წელს ქვეყანაში იმაზე მაღალი ზრდა არის მოსალოდნელი ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

„კვლავ ძლიერი ნარჩუნდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ხუთი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მეტწილად ეკონომიკის გაუმჯობესებული საწარმოო პოტენციალით არის განპირობებული, რაც ჭარბი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და პირველ ხუთ თვეში ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სებ-ის ცენტრალური სცენარით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს 6.7 პროცენტიდან 7.4 პროცენტამდე გადაიხედა,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მიმდინარე წლის მაისშიც გადახედა და ის 6.7%-მდე გაზარდა.

ასევე გაეცანით

ისრაელი ეგვიპტეს გაზს მიაწვდის, $35 მილიარდიანი შეთანხმება გაფორმებულია

ისრაელის ლევიათანის გაზის საბადომ და ეგვიპტემ ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესი ექსპორტის ხელშეკრულება გააფორმეს…

დიდი ბრიტანეთი მომხმარებლებს კრიპტოვალუტის შესაძენად სესხის აღებას აუკრძალავს

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, რომ მომხმარებლებს კრიპტოვალუტის შესაძენად სესხის აღება აუკრძალოს. ფინანსთა სამინისტრომ…

რომელ სექტორებში გაიზარდა უნაღდო ტრანზაქციები – თიბისი კაპიტალი

2025 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს…

NATO-ს ისტორიაში პირველად, სამხედრო ალიანსის დივიზიას თურქი გენერალი უხელმძღვანელებს

თურქი გენერალი ბრიუსელში, NATO-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბ-ბინაში დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა, განაცხადა ქვეყნის…

დანიელი ქალებისთვის ჯარი სავალდებულო გახდება

დანიელებმა გამოაცხადეს, რომ მომდევნო წლიდან ჯარში წასვლა ქალებისთვისაც სავალდებულო გახდება და ჯარის…

რატომ მიიწვია ტრამპმა თეთრ სახლში ხუთი აფრიკელი ლიდერი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში სამდღიანი სამიტი დაიწყო.  შეხვედრაში ხუთი აფრიკული სახელმწიფოს…

რა მოცულობის ნავთობი გადაიზიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით

2006 წელს ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, თურქეთის ჯეიჰანის პორტში დაახლოებით…

სავალუტო ნაკადების ყველაზე დიდი წყარო ისევ ევროკავშირია – თიბისი კაპიტალი

წმინდა სავალუტო შემოდინებები, რომლებიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს…

ოქრო მკვეთრად გაძვირდა

ბოლო დროს სავაჭრო არეულობის გამო, ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, დოლარის ფასი კი,…