პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა.

მან ასევე დააანონსა სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობენ.

კირ სტარმერმა განაცხადა, რომ საფრანგეთისა და კანადის ლიდერების მსგავსად, შოკირებულია ღაზის სექტორში სამხედრო ესკალაციით.

„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტისკენ, როგორც ერთადერთ გზას მძევლების გასათავისუფლებლად. ჩვენ ვიმეორებთ, არ ვეთანხმებით დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებულ მიდგომას და ჩვენ კვლავ მოვითხოვთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან გაზრდას,“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია კოორდინირებული პასუხი, რადგან ეს ომი უკვე დიდი ხანია, გრძელდება.

კონტექსტი

ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი სამხედრო ოპერაცია გასულ კვირას წამოიწყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორს სრულად დაიკავებს.

ასევე გაეცანით

სექტემბრიდან კურიკი-ალატი-კურიკის მარშრუტზე რეგულარული საბორნე მიმოსვლა იწყება

2025 წლის სექტემბრიდან კურიკი-ალატი-კურიკის მარშრუტზე რეგულარული საბორნე მომსახურება დაიწყება.  აზერბაიჯანული მედიის ცნობით,…

თბილისში აგვისტოში 10%-ით ნაკლები ბინა გაიყიდა

2025 წლის აგვისტოში თბილისში 2,823 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებელს…

აშშ-მ და კატარმა 1.2-ტრილიონიანი ეკონომიკური შეთანხმება გააფორმეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კატარმა 1,2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება გააფორმეს.…

რუსეთმა ბენზინის ექსპორტი სრულად აკრძალა – მიზეზები

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე სრული აკრძალვა აგვისტოს ბოლომდე დააწესა. აქამდე ექსპორტის აკრძალვა…

არაბთა გაერთიანებული საამიროები და აზერბაიჯანი სავაჭრო კავშირებს აძლიერებენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციების ჯამურმა რაოდენობამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

სომხეთმა ევროკავშირში თავდაცვის ატაშეს პოსტი შექმნა

სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის ატაშეს პოსტი შექმნა შექმნა ევროკავშირისთვის. NATO-ში სომხეთის თავდაცვის…

რა იცვლება საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017…

საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 22%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში საქართველომ აზერბაიჯანში 2,853 ავტომობილი გაიტანა, რომელთა საერთო…

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების დაწყების კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის პარლამენტმა დღეს, 25 მარტს, ხმათა უმრავლესობით, საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი ევროკავშირში სომხეთის…