ჩინეთმა და ყაზახეთმა ახალი საკონტეინერო სერვისი აამუშავეს.

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყაზახეთის რკინიგზა იტყობინება, რომ ჩინეთმა და ყაზახეთმა აზიიდან ევროპაში საქონლის ტრანსპორტირება გააფართოვეს. მარშრუტი იმოძრავებს ყაზახეთის, თურქმენეთის, ირანისა და თურქეთის გავლით და მომავალში უნდა უზრუნველყოს საქონლის უწყვეტი მიწოდება და ეფექტიანი კომუნიკაცია ქვეყნებს შორის.

ახალი მარშრუტი არამხოლოდ აფართოებს ცენტრალური აზიის რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობებს, არამედ, „საერთაშორისო ლოგისტიკას ხდის უფრო მოქნილს, სწრაფს და საიმედოს.“

პირველი საკონტეინერო მატარებელი უკვე გაემგზავრა ჩინეთიდან პოლონეთში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთმა საგრძნობლად გააძლიერა ძალისხმევა რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო გზების შესაქმნელად.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა. 2024 წელს, შუა დერეფნის გავლით ტვირთის მიწოდების საშუალო დრო ჩინეთიდან ევროპაში იყო 19–23 დღე. 

მიუხედავად ამისა, დერეფნის მონაწილეებმა განაგრძეს მუშაობა ამ პერიოდის შესამცირებლად. საავტომობილო ტვირთი იგზავნება ამ მარშრუტით ყაზახეთის პორტიდან კურიკიდან, ხოლო კონტეინერების გადაზიდვები აქტაუს პორტიდან. შემდეგ ტვირთი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით მიემგზავრება საქართველოში, შემდეგ  – თურქეთსა და ევროპაში.

ასევე გაეცანით

რა იცვლება საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017…

აშშ-მ და კატარმა 1.2-ტრილიონიანი ეკონომიკური შეთანხმება გააფორმეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კატარმა 1,2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება გააფორმეს.…

აშშ რუსი ოლიგარქის $300 მილიონიან იახტას აუქციონზე გაიტანს

სანქცირებული რუსი მილიარდერისთვის ჩამორთმეული ფუფუნების სუპერიახტა მომავალ თვეში აუქციონზე გაიყიდება, „ამადეას“ იახტა,…

არაბთა გაერთიანებული საამიროები და აზერბაიჯანი სავაჭრო კავშირებს აძლიერებენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციების ჯამურმა რაოდენობამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

რომელ სექტორებში გაიზარდა უნაღდო ტრანზაქციები – თიბისი კაპიტალი

2025 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს…

თბილისში აგვისტოში 10%-ით ნაკლები ბინა გაიყიდა

2025 წლის აგვისტოში თბილისში 2,823 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებელს…

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების დაწყების კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის პარლამენტმა დღეს, 25 მარტს, ხმათა უმრავლესობით, საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი ევროკავშირში სომხეთის…

საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 22%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში საქართველომ აზერბაიჯანში 2,853 ავტომობილი გაიტანა, რომელთა საერთო…

შუა დერეფნის ფარგლებში, ჩინეთიდან თურქმენეთის გავლით, ბაქოში პირველი სატვირთო მატარებელი გაემგზავრა

ჩინეთის პროვინცია ჟეჟიანგიდან თურქმენეთის გავლით, აზერბაიჯანში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TITR, შუა…