აზერბაიჯანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლობას ხურავს.

Ekho Kavkaza-ს ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობამ ორგანიზაციას მისი განზრახვის შესახებ უკვე შეატყობინა.

ICRC, რომელიც ბაქოში 1992 წლიდან მუშაობდა, ერთადერთი ორგანიზაციაა, რომლის მეშვეობითაც, ბაქოს ციხეებში სომეხი პატიმრების ოჯახებს შეეძლოთ, მიეღოთ ინფორმაცია ნათესავების შესახებ, დაკავშირებოდნენ მათ და გაეგზავნათ ამანათები.

აზერბაიჯანი უკვე დიდი ხანია ან იგნორირებას უკეთებს, ან მწვავედ რეაგირებს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში, კონტრაბანდის ბრალდებით, 30 ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს. მათ შორის არიან AbzasMedia-ს, ToplumTV-სა და MeydanTV-ის წარმომადგენლები. ბრალს არავინ აღიარებს. ისინი ბრალდებებს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ და გამოგონილად, პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან.

აზერბაიჯანის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აზერბაიჯანის ციხეებში 300 პოლიტპატიმარია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

25 წლის შემდეგ, აზერბაიჯანმა თანამშრომლობა შეაჩერა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან [USAID], რასაც წინ უსწრებდა მწვავე ბრალდებები და ანტიდასავლური შინაარსის განცხადებები. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ USAID-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში შეაჩერეს. ეს განცხადება გაკეთდა 16 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

ბაირამოვმა და ბოჭორიშვილმა „უცხოური ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობაზე“ ისაუბრეს.

„ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად“, – ასე უპასუხა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვას – არის თუ არა დაგეგმილი ორ ქვეყანას შორის „თანამშრომლობა საგარეო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
„ამის [ჩარევის] ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნები არა რომელიღაც დიდი ძალების კარნახის შესაბამისად, არამედ სუვერენულად მოქმედებენ. ამიტომ ვხდებით მათი სამიზნე,“ – განაცხადა, თავის მხრივ, ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

ასევე გაეცანით

თბილისში ბინების გაქირავების ფასი შემცირდა

2025 წლის მარტში თბილისში 3,051 ტრანზაქცია განხორციელდა და 2024 წლის მარტის მაჩვენებელთან…

ცნობილია სამი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

საქსტატის ცნობით, საქართველოში 2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4…

ფაშინიანი: სომხეთის ახალი კონსტიტუცია აზერბაიჯანის მოთხოვნით არ იქმნება, მაგრამ მას რეგიონული მნიშვნელობა ექნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ახალი კონსტიტუცია არ იქმნება აზერბაიჯანის…

ენერგეტიკა, ფინანსური თანამშრომლობა: რაზე შეთანხმდა სომხეთი გერმანიასთან

სომხეთისა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ…

საქართველოში მაღალბიუჯეტიანი სასტუმრობის დატვირთულობამ 54% შეადგინა

2025 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 2.81 მილიონს…

დუბაიში უძრავი ქონების გაყიდვებმა ივლისში $17.3 მილიარდს გადააჭარბა

Property Finder-ის ბაზრის მაჩვენებლების უახლესი ანგარიშის თანახმად, დუბაის უძრავი ქონების ბაზარმა 2025…

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს – თურქეთში აშშ-ის ელჩი

თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის…

ვინ არის მილიარდერების სიის სათავეში

აშშ-ში მილიარდერების რაოდენობა რეკორდულია – 902, შემდეგ მოდის ჩინეთი (516, ჰონგ-კონგის ჩათვლით)…

„ვაინ კახეთის“ პირველი ბოთლი კალიფორნიაში

ამერიკაში, „ვაინ კახეთის“ ღვინის დაგემოვნება მალე ყველა მსურველს შეეძლება. ლიცენზირებულ პირებს კი…