აშშ-კანადა-ევროკავშირი
აშშ-კანადა-ევროკავშირი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, ევროკავშირის ავტომობილების ექსპორტზე ტარიფები დააწესოს, ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას ეხმაურება.

„ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. ევროკავშირი პრობლემის გადაჭრის გზების მოლაპარაკებების საშუალებით ძიებას გააგრძელებს, ამავე დროს, თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს,“ – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

თავის მხრივ, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა მალე უპასუხებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე გამოცხადებულ ახალ ტარიფებს.

მისი თქმით ტრამპის ნაბიჯი „პირდაპირი თავდასხმაა.“ ის დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომის მოწვევას გეგმავს, რათა რეაგირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშახელს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ მას ერთად,” – აღნიშნა კარნიმ.

კითხვაზე, როდის მოახდენს კანადა რეაგირებას, პრემიერმა უპასუხა: “ეს მალე მოხდება. ჩვენ გვაქვს ვარიანტები. შესაძლოა, დავაწესოთ საპასუხო ტარიფები.“

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

ასევე გაეცანით

კოლუმბიის უნივერსიტეტი ტრამპის ადმინისტრაციისთვის $200 მლნ-ის გადახდას გეგმავს

შეთანხმების შესახებ, რომელიც ფედერალურ მთავრობას სამი წლის განმავლობაში გადაეცემა, უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ…

აცნობეთ მთელ მსოფლიოს, როგორ ვიბრძვით დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის – სტამბოლის მერი

შიშს არავითარი აზრი არ აქვს! მაინც დამარცხდები. ამ თუ სხვა გზით, შენ…

ბალტიის ქვეყნები სამუდამოდ ეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს

ბალტიის ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მეზობელი რუსეთისა და ბელორუსის ელექტროენერგიის…

ერთ ბრიტანულ ატომურ წყალქვეშა ნავს რუსეთის 40 ქალაქის ძალიან სწრაფად განადგურება შეუძლია – კონტრ-ადმირალი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთს ბრიტანული Trident პროგრამის – გაერთიანებული…

სერბეთის ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ რუსული სპეცსამსახურები ეხმარებიან პროტესტის ჩახშობაში

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ მოსკოვში შეხვდა სერბეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ვულინს…

მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეს შეუერთდა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ წერს, რომ მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანდა.…

„სატარიფო ომის“ ფონზე, ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის სატარიფო პოლიტიკის გაზრდილი ზეწოლის ფონზე, ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ…

გერმანიამ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავა

გერმანული მედიის ცნობით, ბერლინმა დააკავა ტანკერი, რომელიც რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილია. პარასკევს…

ლუკაშენკო: ბელორუსი რუსეთს უახლოეს მომავალში არ შეუერთდება

„ბელორუსშიც და რუსეთში ყველა რაღაცებს ძველებურად უდგება. არსებობს ბელარუსისა და რუსეთის კავშირი,…