13 მარტს აშშ-მ ირანის ნავთობის მინისტრს, მოჰსენ პაქნეჯადსა და ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავ გემებს, რომლებიც ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილს წარმოადგენს, სანქციები დაუწესა. ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტი” ირანის ნავთობის ფარულად გადაზიდვაში მონაწილეობს.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, პაქნეჯადი ირანული ნავთობის ექსპორტს აკონტროლებს და ირანის სამხედროებს ექსპორტისთვის მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობს აწვდიდა.

“ირანის რეჟიმი აგრძელებს ქვეყნის მასშტაბური ნავთობრესურსებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებას საკუთარი ვიწრო და შემაშფოთებელი ინტერესების გასატარებლად, ირანელი ხალხის კეთილდღეობის საზიანოდ. სახაზინო დეპარტამენტი წინააღმდეგობას გაუწევს და ჩაშლის ნებისმიერი მცდელობას, რომლის მიზანიცაა რეჟიმის დესტაბილიზაციური საქმიანობის დაფინანსება და მისი საშიში მიზნების გეგმის მიხედვით განხორციელება,” – თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.

“დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ტრამპის ირანზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანი ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა, მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვა და ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერისა თუ აღდგენის შეჩერებაა. ამ მიზნით, ირანის ნავთობის ექსპორტი, განსაკუთრებით ჩინეთში, ნულამდე უნდა შემცირდეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკანონო დაფინანსების ჩახშობას, რათა შევზღუდოთ მავნე აქტივობები, შევამციროთ კორუმპირებული ოფიციალური პირებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები და გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტი, რათა რეჟიმმა პასუხი აგოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე გაეცანით

რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა $61 მილიარდს მიაღწია

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ 7 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი…

სასამართლომ დროებით შეაჩერა რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება

ევროკავშირი განიხილავს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შესაძლო დაფინანსებას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს…

ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის მცდელობები დროებით დაბლოკა

„ამერიკის ხმის“თანამშრომლები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ამერიკის…

კოლუმბიის უნივერსიტეტი ტრამპის ადმინისტრაციისთვის $200 მლნ-ის გადახდას გეგმავს

შეთანხმების შესახებ, რომელიც ფედერალურ მთავრობას სამი წლის განმავლობაში გადაეცემა, უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ…

ლუკაშენკო: ბელორუსი რუსეთს უახლოეს მომავალში არ შეუერთდება

„ბელორუსშიც და რუსეთში ყველა რაღაცებს ძველებურად უდგება. არსებობს ბელარუსისა და რუსეთის კავშირი,…

ტრამპმა რუტესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია სჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ…

რატომ მიიწვია ტრამპმა თეთრ სახლში ხუთი აფრიკელი ლიდერი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში სამდღიანი სამიტი დაიწყო.  შეხვედრაში ხუთი აფრიკული სახელმწიფოს…

დანიელი ქალებისთვის ჯარი სავალდებულო გახდება

დანიელებმა გამოაცხადეს, რომ მომდევნო წლიდან ჯარში წასვლა ქალებისთვისაც სავალდებულო გახდება და ჯარის…

ერთ ბრიტანულ ატომურ წყალქვეშა ნავს რუსეთის 40 ქალაქის ძალიან სწრაფად განადგურება შეუძლია – კონტრ-ადმირალი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთს ბრიტანული Trident პროგრამის – გაერთიანებული…