აშშ-მ და კატარმა 1.2-ტრილიონიანი ეკონომიკური შეთანხმება გააფორმეს
აშშ-მ და კატარმა 1.2-ტრილიონიანი ეკონომიკური შეთანხმება გააფორმეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კატარმა 1,2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ თეთრმა სახლმა 14 მაისს გამოაცხადა.

შედგა ბიზნეს-გარიგებებიც, რომელთა მოცულობა 243 მილიარდ დოლარს აჭარბებს. შედეგად, ავიაკომპანია Qatar Airways-ი ამერიკული კომპანიებისგან, Boeing-ისა და GE Aerospace-ისგან თვითმფრინავებს და ძრავებს შეიძენს. კატარი $1 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს კვანტური ტექნოლოგიებისა და სამუშაო ძალის განვითარებაშიც.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად კატარში 14 მაისს საუდის არაბეთიდან ჩავიდა და კატარის ამირას, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა.

თავდაცვის კომპანია Raytheon-მა კატართან $1 მილიარდად შეფასებული შეთანხმება გააფორმა დრონების საწინააღმდეგო სისტემების შესყიდვაზე. ამდენად, კატარი Raytheon-ის Fixed Site-ის სისტემის პირველი საერთაშორისო შემსყიდველია.

თავდაცვის კიდევ ერთი კომპანია General Atomics-ი კატართან $2-მილიარდიანი შეთანხმების შესაბამისად, MQ-9B ტიპის დისტანციურად მართვად საფრენ აპარატებს შეისყიდის.

ასევე გაეცანით

ფაშინიანი: სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარება დღეს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში არ შედის

„ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, რომ სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარება დღეს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ…

თბილისში ბინების გაქირავების ფასი შემცირდა

2025 წლის მარტში თბილისში 3,051 ტრანზაქცია განხორციელდა და 2024 წლის მარტის მაჩვენებელთან…

თურქული ხომალდი შავ ზღვაში ახალ მისიას იწყებს

თურქეთის მეოთხე ღრმაწყლოვანი საბურღი ხომალდი, “აბდულჰამიდ ჰანი”, შავ ზღვაში მდებარე “თურქალი-33” ჭაბურღილზე…

დიდი ბრიტანეთი მომხმარებლებს კრიპტოვალუტის შესაძენად სესხის აღებას აუკრძალავს

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, რომ მომხმარებლებს კრიპტოვალუტის შესაძენად სესხის აღება აუკრძალოს. ფინანსთა სამინისტრომ…

რა მოცულობის ნავთობი გადაიზიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით

2006 წელს ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, თურქეთის ჯეიჰანის პორტში დაახლოებით…

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა

პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან…

თბილისის 3 უბანი, სადაც ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა

2025 წლის მარტში თბილისში ყველაზე მეტი ბინა თბილისის სამ უბანში – დიდ…

სომხეთი სატრანსპორტო დერეფნის შესახებ აშხაბადის შეთანხმებას შეუერთდა

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის მიერთების შეთანხმება ირანის, ომანის, კატარის, თურქმენეთისა და…

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს – თურქეთში აშშ-ის ელჩი

თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის…