NATO: სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან პარტნიორობას კვლავ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ
NATO: სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან პარტნიორობას კვლავ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია არ გაუქმებულა და ამჟამად ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ხავიერ კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა პირმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

NATO-ს ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ NATO კვლავ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან პარტნიორობას.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად ხავიერ კოლომინა გასული წლის ივლისში დაინიშნა.

„ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონები ჩვენი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია. ხავიერ კოლომინას NATO-ს პარტნიორებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა სამხრეთში NATO-ს მნიშვნელოვან მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს,“ – განაცხადა იმჟამად NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაზრდის NATO-ს ჩართულობას ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰელის რეგიონში. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ამ გეგმის ნაწილია.

ხავიერ კოლომინა პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა და მას ასევე ეკავა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია.

ცნობისთვის, NATO-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტე გასული წლის ივნისში დაინიშნა.

ასევე გაეცანით

IFC-მ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ სოციალური ობლიგაციები იყიდა

IFC-მ სტრატეგიული ინვესტორის როლი შეასრულა საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელი უმსხვილესი „საქართველოს ჯანდაცვის…

თურქული ხომალდი შავ ზღვაში ახალ მისიას იწყებს

თურქეთის მეოთხე ღრმაწყლოვანი საბურღი ხომალდი, “აბდულჰამიდ ჰანი”, შავ ზღვაში მდებარე “თურქალი-33” ჭაბურღილზე…

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს – თურქეთში აშშ-ის ელჩი

თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის…

აუქმებს თუ არა რუბიოს უწყება კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლის თანამდებობას

აუქმებს თუ არა სახელმწფიო დეპარტამენტი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლის პოზიციას.  ამასთან…

რას ნიშნავს „ტრამპის მარშრუტი“

8 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა…

NATO-ს ისტორიაში პირველად, სამხედრო ალიანსის დივიზიას თურქი გენერალი უხელმძღვანელებს

თურქი გენერალი ბრიუსელში, NATO-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბ-ბინაში დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა, განაცხადა ქვეყნის…

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კაპიტალური ხარჯები 50%-ით გაიზარდა

წელს, პირველი ნახევრის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP) ოპერაციულმა ხარჯებმა დაახლოებით 36…

ბაქოს პორტის ტვირთბრუნვა იზრდება

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში (სს აზერბაიჯანის რკინიგზის ნაწილი) ტვირთის გადატვირთვის მოცულობამ მიმდინარე…

სომხეთი სატრანსპორტო დერეფნის შესახებ აშხაბადის შეთანხმებას შეუერთდა

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის მიერთების შეთანხმება ირანის, ომანის, კატარის, თურქმენეთისა და…