სომხეთი სატრანსპორტო დერეფნის შესახებ აშხაბადის შეთანხმებას შეუერთდა
სომხეთი სატრანსპორტო დერეფნის შესახებ აშხაბადის შეთანხმებას შეუერთდა

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის მიერთების შეთანხმება ირანის, ომანის, კატარის, თურქმენეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის შექმნის შესახებ (შემდგომში აშხაბადის შეთანხმება).

დასაბუთებაში ნათქვამია, რომ აშხაბადის შეთანხმებასთან მიერთება ხელს შეუწყობს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირებისა და ტრანზიტისთვის საიმედო პირობების შექმნას, მულტიმოდალური ტრანსპორტირების ხელშეწყობას, ტრანსპორტის ხარჯების ოპტიმიზაციას, რესპუბლიკის სატრანზიტო როლის გაძლიერებას, ტრანსპორტის უსაფრთხოების ამაღლებას და წევრი სახელმწიფოების სატრანსპორტო ორგანიზაციებისთვის თანაბარი პირობების შექმნას.

აშხაბადის შეთანხმებასთან შეერთება უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის საჭირო სატრანზიტო დოკუმენტების ჰარმონიზაციას, საბაჟო პროცედურების გამარტივებას და წევრი სახელმწიფოების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არადისკრიმინაციულ გამოყენებას.

შეთანხმება მისი მონაწილე ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებით, ლოგისტიკურ გადაზიდვებს დაარეგულირებს, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და საქმიანი კავშირების ხელშეწყობას, თანამშრომლობის გაფართოებას და სომხეთის რესპუბლიკის სატრანზიტო როლის გაძლიერებას.

შეთანხმება შეესაბამება „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ძირითად პრინციპებს და ხელს შეუწყობს რეგიონში სატრანსპორტო კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

ასევე გაეცანით

აუქმებს თუ არა რუბიოს უწყება კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლის თანამდებობას

აუქმებს თუ არა სახელმწფიო დეპარტამენტი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლის პოზიციას.  ამასთან…

ცნობილია სამი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

საქსტატის ცნობით, საქართველოში 2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4…

თბილისის 3 უბანი, სადაც ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა

2025 წლის მარტში თბილისში ყველაზე მეტი ბინა თბილისის სამ უბანში – დიდ…

აშშ-ის მთავრობა იშვიათ მიწათა წარმოებაში ინვესტიციებს ჩადებს

აშშ-ის მთავრობა ქვეყნის ერთადერთი მოქმედი – იშვიათ მიწათა მაღაროს უდიდესი აქციონერი გახდება.…

აზერბაიჯანი წითელი ჯვრის ოფისს ხურავს

 აზერბაიჯანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლობას ხურავს. Ekho Kavkaza-ს ცნობით, აზერბაიჯანის…

ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა. მანამდე სებ-ი…

ვინ იყიდა „რიყის დოქები“

თბილისში ევროპის მოედანზე მდებარე „რიყის დოქები“ შპს „რიყე დომ“ იყიდა. მანამდე ამ…

შუა დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, თუ საქართველო კოპერს ზღვით დაუკავშირდება – სლოვენია

რა მნიშვნელობა აქვს შუა დერეფანს ვაჭრობის გაძლიერებისთვის? განიხილავს თუ არა სლოვენია მის…

აზერბაიჯანი ისრაელის გაზის ბაზარზე შედის

აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია SOCAR-მა ისრაელის თამარის გაზის საბადოში 10%-იანი წილის სახით,…