აშშ-კანადა-ევროკავშირი
აშშ-კანადა-ევროკავშირი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, ევროკავშირის ავტომობილების ექსპორტზე ტარიფები დააწესოს, ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას ეხმაურება.

„ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. ევროკავშირი პრობლემის გადაჭრის გზების მოლაპარაკებების საშუალებით ძიებას გააგრძელებს, ამავე დროს, თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს,“ – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

თავის მხრივ, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა მალე უპასუხებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე გამოცხადებულ ახალ ტარიფებს.

მისი თქმით ტრამპის ნაბიჯი „პირდაპირი თავდასხმაა.“ ის დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომის მოწვევას გეგმავს, რათა რეაგირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშახელს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ მას ერთად,” – აღნიშნა კარნიმ.

კითხვაზე, როდის მოახდენს კანადა რეაგირებას, პრემიერმა უპასუხა: “ეს მალე მოხდება. ჩვენ გვაქვს ვარიანტები. შესაძლოა, დავაწესოთ საპასუხო ტარიფები.“

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

ასევე გაეცანით

რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა $61 მილიარდს მიაღწია

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ 7 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი…

ლიეტუვა გამოვიდა საერთაშორისო კონვენციიდან, რომელიც კასეტური საბრძოლო მასალის შეძენას კრძალავს

ლიეტუვა ოფიციალურად 6 მარტს გამოვიდა საერთაშორისო კონვენციიდან, რომელიც კასეტური საბრძოლო მასალის შეძენას…

მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეს შეუერთდა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ წერს, რომ მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანდა.…

კოლუმბიის უნივერსიტეტი ტრამპის ადმინისტრაციისთვის $200 მლნ-ის გადახდას გეგმავს

შეთანხმების შესახებ, რომელიც ფედერალურ მთავრობას სამი წლის განმავლობაში გადაეცემა, უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ…

გაერთიანებული სამეფოს პრინცი რუსეთის საზღვართან ტანკით გამოჩნდა

პრინცი უილიამი ესტონეთში ჩავიდა, რათა მხარი დაეჭირა გაერთიანებული სამეფოს ჯარებისთვის – ეს…

ლუკაშენკო: ბელორუსი რუსეთს უახლოეს მომავალში არ შეუერთდება

„ბელორუსშიც და რუსეთში ყველა რაღაცებს ძველებურად უდგება. არსებობს ბელარუსისა და რუსეთის კავშირი,…

სერბეთის ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ რუსული სპეცსამსახურები ეხმარებიან პროტესტის ჩახშობაში

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ მოსკოვში შეხვდა სერბეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ვულინს…

დანიელი ქალებისთვის ჯარი სავალდებულო გახდება

დანიელებმა გამოაცხადეს, რომ მომდევნო წლიდან ჯარში წასვლა ქალებისთვისაც სავალდებულო გახდება და ჯარის…

რატომ მიიწვია ტრამპმა თეთრ სახლში ხუთი აფრიკელი ლიდერი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში სამდღიანი სამიტი დაიწყო.  შეხვედრაში ხუთი აფრიკული სახელმწიფოს…